ქართული მარნების ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმში გადამზადების მიზნით 5 ივლისს, თბილისში ახალი სატრენინგო-საკონსულტაციო პროგრამა აიღებს სტარტს.
პროგრამის დახმარებით ქართული მარნები საერთაშორისო წარმატებულ პრაქტიკებსა და ტენდენციებს გაეცნობიან და შესაძლებლობა ექნებათ ეს ყოველივე თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგონ. პროგრამას კალიფორნიული სააგენტო Balzac Communications and Marketing-ის სპეციალისტები ჩაატარებენ.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში Balzac Communications&Marketing-ის პრეზიდენტმა, მაიკლ ვანგბიკლერმა და ღვინის ტურიზმისა და მარკეტინგის სპეციალისტმა, ეთერ გორგილაძემ ისაუბრეს.