მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში გასულმა ღამემ, წინა ღამეებთან შედარებით, მშვიდად ჩაიარა

საფრანგეთში გასულმა ღამემ, წინა ღამეებთან შედარებით, მშვიდად ჩაიარა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად რამდენიმე მინისტრი და პარლამანეტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის წევრი დაიბარეს. შეხვედრის მიზანია, მოიძებნოს გამოსავალი და დასრულდეს ის ძალადობა, რომელიც გასულ კვირას პოლიციის მიერ 17 წლის ნაელის მკვლელობას მოჰყვა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი აღნიშნავს, რომ მათ განიხილეს რამდენიმე საკითხი, რომლებიც ეხებოდა  ქალაქის პოლიტიკას, სკოლების როლს, მშობელთა უფლებამოსილებასა და მათ პასუხისმგებლობას. მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხებზე დაფიქრება. ამის შესახებ პრეზიდენტმაც ისაუბრა. დღევანდელი შეხვედრის მიზანი წესრიგის აღდგენა იყო.

მანამდე კი მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მერს, რომლის სახლშიც დემონსტრანტები ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით ცდილობდნენ შეჭრას.

ლ’აი-ლე როზის მერს ვინსენტ ჟანბრუნს მიაჩნია,  რომ მომიტინგენი თავს ესხმიან დემოკრატიასა და მის ყველა სიმბოლოს. მათ ყოველდღიურად უტევენ სამთავრობო შენობებს, საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, პოლიციასა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს.

საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში დამატებით ათასობით პოლიციელს გზავნიან. გაჩნდა იმედი, რომ ვითარება შედარებით მშვიდდება. ემანუელ მაკრონი კი იმ 220 დასახლებისა და ქალაქის მერებს შეხვდება, რომლებსაც გასული დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend