თამარ მელიქიშვილის გამოფენის, „მოთვინიერების“ ნახვა ჯერ ისევ შესაძლებელია გალერეა „ვერნისაჟში“.
თამარ მელიქიშვილი 90-იანი წლებიდან მუშაობს კინოსა და ვიდეოარტის მიმართულებით, აფორმებს თანამედროვე მწერლების წიგნებს და რაც მთავარია, მისი პერსონალური გამოფენები ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ხატვის მისეული სტილისა და ძალიან საინტერესო სათქმელის გამო.