მთავარისაქართველოკვლევა:“უსაფრთხო სკოლის” თანამედროვე მიდგომები

კვლევა:“უსაფრთხო სკოლის” თანამედროვე მიდგომები

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სკოლაში დაფიქსირებული დარღვევები რუტინულად აღირიცხება ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში. ელექტრონულ ბაზაზე შენახულ ინფორმაციაზე კი წვდომა აქვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს

ვიდეო-მონიტორინგი, მეტალოდეტექტორები, მანდატური და სასკოლო დარღვევების ელექტრონული ბაზა ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომელიც არ შეესაბამება “უსაფრთხო სკოლის” თანამედროვე მიდგომებს – ნათქვამია კვლევაში, სახელწოდებით – “სასკოლო უსაფრთხოება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.”

კვლევა სოციალური სამართლიანობის ცენრტმა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაატარა.

საქართველოში სასკოლო უსაფრთხოების ქართული მოდელი მეტწილად სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მოძველებულ მიდგომას ეყრდნობა, რომელშიც წამყვანი ადგილი ტექნოლოგიურ საშუალებებსა და სკოლაში მივლენილ მანდატურს აქვთ – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სკოლაში დაფიქსირებული დარღვევები რუტინულად აღირიცხება ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში. ამ დარღვევების განმარტება კი იმდენად ფართოა, რომ ისეთი გადაცდომებიც კი როგორიცაა, გაკვეთილზე რამდენიმე წუთით დაგვიანება, ან სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთის არქონა, ელექტრონულ პროგრამაში ფიქსირდება. ელექტრონულ ბაზაზე შენახულ ინფორმაციაზე კი წვდომა  შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.

კვლევის ავტორები ძირითად მიგნებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საჯარო სკოლებში, განსხვავებით სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისგან, დანაშაულის პრევენციის ძირითადი ფუნქციები, საგამოძიებო და სამართალდამცველი ორგანოების მანდატშია მოქცეული.

საჯარო სკოლებში წესრიგის დაცვაზე მონიტორნიგის მიზნით ჭარბადაა ინტეგრირებული ელექტრონული საშუალებები. ვიდეოსამეთვალყურეო კამერები და მეტალოდეტექტორები, ის ძირითადი ელექტრონული საშუალებები, რომელბსაც სახელმწიფო სასკოლო ძალადობის ან დარღვევების პრევენციის მიზნით იყენებს. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს სკოლის ტერიტორირაზე ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო დარღვევების რაოდენობახე ტექნოლოგიური საშუალებების გავლენისშეფასების კვლევა. და უცნობია, რამდენად ახდენს ეს ვიდეოკამერები თუ მეტალოდეტექტორები ამ საკითხზე გავლენას და პრევენციას.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ახალი კვლევის მიზანს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი რგოლებისთვის რეკომენდაციების წარდგენა წარმოადგენდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend