მთავარიაზიაისრაელიისრაელის ძალებმა ჯენინის ბანაკში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს

ისრაელის ძალებმა ჯენინის ბანაკში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს

ისრაელელმა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ბანაკზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

ისრაელის არმიის მიერ ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას დაიღუპა ცხრა პალესტინელი და დაშავდა  100 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, მათი სამიზნე დაკვირვებისა და დაზვერვის ცენტრი, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი და მებრძოლთა კოორდინაციისა და კომუნიკაციის ადგილია.

ჯენინში დაწყებულმა ოპერაციამ საპროტესტო აქციები გამოიწვია.

დრონით თავდასხმის შემდეგ ადგილობრივებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, მეჩეთიდან ისმის მოწოდებები, რომ დაეხმარონ მებრძოლებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯენინის დასახლება ტერორისტების თავშესაფრად იქცა, რომელიც უნდა დასრულდეს.

,,ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ჯენინში ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ბოლო თვეების განმავლობაში ჯენინი ტერორიზმის თავშესაფრად იქცა – ჩვენ ამას დავასრულებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ”

ისრაელის მასშტაბური სპეცოპერაციის ფონზე საპროტესტო აქცია გამართეს „ჰამასის“ მხარდამჭერებმაც.

პალესტინელები საზოგადოებას მოუწოდებენ ერთიანი ძალისხმევისკენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ისრაელელ სამხედროებს.

ჯენინის ბანაკში 14 000-ამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის არიან „ისლამური ჯიჰადისა“ და „ფატაჰის“ მებრძოლები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend