მთავარიევროპაუკრაინაიქმნება ერთიანი საგამოძიებო ორგანო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს

იქმნება ერთიანი საგამოძიებო ორგანო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს

საერთაშორისო პროკურორები ძალებს აერთიანებენ და ქმნიან ერთიან ორგანოს, რომელიც გამოიძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს.

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და  დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო ცენტრს კოორდინაციას ევროკავშირის მართლმსაჯულების სააგენტო Eurojust („ევროჯასტი“) გაუწევს ჰააგაში. ის გამოიძიებს დანაშაულებს, რომლებიც სცილდება სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ორგანოების იურისდიქციას.

ევროკავშირის იუსტიციის კომისარი დიდიე რეინდერსი ამბობს, რომ წევრი ქვეყნები შეასრულებენ გადამწყვეტ როლს მტკიცებულებების შეგროვებაში, მოწმეებისა და შესაძლო ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებასა და დაკავების ორდერის, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერების აღსრულებაში. მისი თქმით მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენი პირები ვერ დაემალონ მართლმსაჯულებას.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ცენტრი დაუპირისპირდება იმ აგრესიას, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზოგადოებას.

უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრიი კოსტინი ამბობს, რომ რუსეთის აგრესია და მუდმივი ძალისმიერი ქმედებები საფრთხეს უქმნიდა უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და ზოგადად უკრაინის არსებობას. თუმცა მისი თქმით ეს ქმედებები არა მხოლოდ მისი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ გლობალურ საფრთხეს უქმნის მშვიდობის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოც იძიებს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, თუმცა მას არ აქვს იურისდიქცია, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები. ახალ ორგანოს კი ექნება ამის უფლებამოსილება. მათ იმედი აქვთ, რომ ჩადინილი დანაშაულისთვის  რუსეთის მაღალი რანგის პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend