მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმწვანე ენერგია ტურიზმში

მწვანე ენერგია ტურიზმში

რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ტურიზმის სექტორში – ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში სემინარი გაიმართა.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ენერგოეფექტურობის საკითხებში ექსპერტები და მკვლევრები, განახლებად ენერგიებზე მომუშავე და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლები და 30-მდე მცირე და საშუალო სასტუმროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურიზმის სექტორში ენერგოეფექტური მიდგომების როლზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ მენეჯერმა, ნინო მალაშხიამ და ენერგოეფექტურობის ექსპერტმა, ირაკლი ყიფიანმა ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend