მთავარიევროპაუკრაინახერსონის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრება სულ უფრო რთულდება

ხერსონის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრება სულ უფრო რთულდება

უკრაინაში კახოვკის კაშხლის განადგურებიდან 3 კვირის თავზე ხერსონის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო რთულდება. წყლის მოვარდნამ ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.

ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, კარ-მიდამო დაეტოვებინა. ახლა ისინი  ბრუნდებიან, თუმცა რეგიონში არც ელექტროენერგიაა და არც სასმელი წყალი.

ადგილობრივების თქმით, ელექტროენერგია არც უახლოეს მომავალში იქნება, რადგან მხოლოდ ამ კვირას დაიწყეს მისი შეკეთება.

რომის პაპის წარმომადგენელმა უკრაინაში საკუთარი თვალით ნახა შექმნილი ვითარება. ვატიკანის გადაწყვეტილებით,  ხერსონში გაიხსნა სასადილო, სადაც ადგილობრივებს დასვენებასა  და საკვებს სთავაზობენ.

კარდინალ კონრად კრაევსკის თქმით, ის, რაც რუსულმა ძალებმა შეტევებით, ბომბებითა და სახლების ძარცვით ვერ გაანადგურეს, ახლა წყალმა წალეკა.

6 ივნისს კახოვკის კაშხლის განადგურება უკრაინის წარმომადგენლებმა და დასავლეთმა საბოტაჟად შეაფასეს. უკრაინის მთავრობა ვარაუდობს, რომ 10 000 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ფართობი ჯერ კიდევ წყლითაა დაფარული. პრობლემების მოგვარებას კი ათწლეულები დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend