მთავარიმსოფლიოკომპანია „ვირჯინ გალაქტიკმა“ კოსმოსში პირველი კომერციული ფრენა შეასრულა

კომპანია „ვირჯინ გალაქტიკმა“ კოსმოსში პირველი კომერციული ფრენა შეასრულა

იტალიელ მკვლევართა ჯგუფი კომპანია „ვირჯინ გალაქტიკის“ კუთვნილი რეაქტიული თვითმფრინავით კოსმოსის ზღვარს მიუახლოვდა. მეცნიერები ხუთშაბათს დილით ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-მექსიკოს უდაბნოს კოსმოდრომიდან გაფრინდნენ.

კომპანია „ვირჯინ გალაქტიკის“ ვიცე პრეზიდენტი სირიშა ბანდლა ამბობს, რომ მათთვის დიდი პატივია, რომ მათნა პირველმა კომერციულმა ფრენამ იტალიის საჰაერო ძალებსა და იტალიის ეროვნულ კვლევით საბჭოს მისცა საშუალება წარმატებით შეესრულებინათ სუბორბიტული კვლევითი ექსპერიმენტები.

კომერციული ფრენები აგვისტოდან შესრულდება.  გუშინდელი ფრენა კი იყო კვლევითი მისია, რომლის ფარგლებშიც იტალიელი მკლევრები ატარებდნენ ექსპერიმენტს, რომელიც მიკროგრავიტაციას უკავშირდება. კვლევა მოიცავს იმის შემოწმებას, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმსა და კოგნიტურ უნარებზე მიკროგრავიტაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend