კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ აჯანყების შემდეგ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად ჩავიდა ვიზიტით სამხრეთის რეგიონში, დაღესტანში, ადგილობრივი ტურიზმის საკითხის განსახილველად.
გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მიაჩნია, რომ „ვაგნერის“ აჯანყებამ დაასუსტა რუსეთის პრეზიდენტი. მისი აზრით, საფრთხე ისევ არსებობს ბელარუსში მყოფი „ვაგნერის“ წევრების მხრიდან. მისი თქმით, უკრაინელმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რა მოჰყვა უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ მებრძოლების ჩართვას. ახლა კი ყველასთვის ცხადია, რომ კერძო არმიები საფრთხეს უქმნიან იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მათ იფარებენ და უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც საჭიროა. ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ დღეს ეს რუსეთის ხელისუფლებამაც კარგად გაიაზრა.
გასულ უქმეებზე დაჯგუფება „ვაგნერის“ ერთ-ერთი სამიზნე, როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იყო. დასავლელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ გასულ კვირას, ხანმოკლე აჯანყების დროს, „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი შოიგუსა და რუსეთის არმიის სხვა ხელმძღვანელების გატაცებას გეგმავდა.
„ვაგნერის“ მიზანი ლიუტუვის მთავრობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეტევის დაწყებაც იყო, რისი დამადასტურებელი სამხილებიც სანქტ-პეტერბურგში ჯგუფის ოფისის ჩხრეკისას მოიპოვეს.