მთავარისაქართველოროგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ - საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასება

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ – საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასება

პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია – ასეთია სამოქალაქო საზოგადოების შეფასება. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა.

ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ოთხი პირობა – დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მედიის თავისუფლება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მკვეთრად პოლარიზებული რჩება და არ მცირდება პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა.

ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნევენ დამოუკიდებელ სასამართლოს. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურა „ქართულ ოცნებასა“ და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსით შეიცვალა. თუმცა, გამოწვევად რჩება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ ადგილზე საქართველოს პარლამენტმა 3 არამოსამართლე წევრი ფართო კონსენსუსის გარეშე აირჩია.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არ არიან დასჯილები, ასევე არ არის გამოძიებული ჟურნალისტების უკანონო მოსმენის ფაქტები. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მედიის თავისუფლების პრიორიტეტის ერთ-ერთი მოლოდინი – ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლება – შესრულებულია.

სტატუსმეტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend