მთავარიმსოფლიომსოფლიო რესურსების ინსტიტუტი უახლეს ანგარიშს აქვეყნებს

მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი უახლეს ანგარიშს აქვეყნებს

დედამიწაზე 2022 წელს შვეიცარიის ფართობის სიდიდის ტროპიკული ტყეები განადგურდა. ეს მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული შოკისმომგვრელი ანგარიშია. ტყეების განადგურება ტყის ხანძრების, ასევე აგრონომიული საქმიანობისა და ხეტყის ჩეხის შედეგია. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ყოველ 5 წამში ფეხბურთის მოედნის ფართობის ტყე ნადგურდებოდა.

ყველაზე დიდი დანაკარგის მქონე ქვეყნებია: ბრაზილია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბოლივია.

თუმცა ეს პრობლემა საგრძნობია სხვა ქვეყნებშიც. ტყეების განადგურების მხრივ მოწინავე ადგილზეა განაც.

ანგარიშში საუბარია, რომ მიყენებული ზიანი სცდება გარემოსდაცვით და დაზიანებული ტყეების საკითხებს.

მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის თანამშრომელი ფრენსის სეიმური ამბობს, რომ ტყეების განადგურება მიმდებარე ტერიტორიებზე იწვევს ტემპერატურის სწრაფ მატებას, რაც იმაზე მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ის, რასაც სათბური აირები იწვევს. კლიმატის ცვლილება და უფრო მშრალი პირობები საფრთხეს უქმნის აგრონომიულ საქმიანობასა და ადამიანის ჯანმრთელობას. ფრენსის სეიმორი მიიჩნევს, რომ ის, რაც ტყეში ხდება, სამწუხაროდ, მხოლოდ ტყის პრობლემა არ არის.

ევროპა მოწინავე ადგილზეა ტყეების განადგურების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა აქაც უამრავი პრობლემაა. ყოველწლიურად უფრო მეტად იზრდება საფრთხეები, რომლებსაც ტყის ხანძრები იწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend