საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქციული, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ახალი პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს სოფლის მეურნეობის სტატისტიკისა და სასურსათო ბალანსების შესახებ საქსტატში არსებული ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღოს.
პორტალი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. რა არის თავმოყრილი ახალ პორტალზე და ვისთვის არის ეს ინფორმაცია განკუთვნილი – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა.