მთავარისაქართველოსოციალური მეწარმეობა

სოციალური მეწარმეობა

ეს უბრალო სატვირთო მანქანა არაა, ის მოძრავი სოციალური მაღაზიაა, რომელშიც შეხვდებით  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციული რეწვის 250- მდე ოსტატის მიერ შექმნილ ნივთებს. ეს ის ოსტატები არიან, რომლებიც ადგილობრივ ტრადიციებს აგრძელებენ და  ქმნიან ისეთ პროდუქციას, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს ერგება.

„ ყველა სოციალური საწარმოსთვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც უკვე გამოცდილება დააგროვა, სხვადასხვანაირ პარტნიორებთან ჰქონდათ ურთიერთობა, მე ვფიქრობ რომ უკვე არის დრო, განსხვავებული ტიპის თანამშრომლობის,როგორიც არის  თუნდაც ინვესტიციები,სადაც შენი საკუთარი პასუხისმგებლობით შედიხარ, თუნდაც ფინანსური და ეს  მეტ პასუხისმგებლობას აძლევს მსგავს სოციალურ ბიზნესებს და იმ თავისი სოციალური პრობლემის მოგვარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს სოციალური მაღაზია “ეთნოდიზაინის” ხელმძღვანელი

რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და რას ნიშნავს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიცია, სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ეს ის ინვესტიციაა,რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სოციალური საწარმოების განვითარებას. ევროკავშირისა და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერით, სწორედ ასეთი საწარმოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა გავლენის ფონდი „აქციო“, რომელმაც 5 წლის განმავლობაში 10 სოციალური საწარმოს განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

“ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია,გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ხელშეწყობისთვის საქართველოში,რამდენადაც მცირე საწარმოებს და სოციალურ საწარმოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მეშვეობით, რომ გააფართოვონ მათი საქმიანობა და სოციალური შედეგი,რასაც საზოგადოებაში ქმნიან“, – აცხადებს Evpa-ის ცენტრალური ევროპის ბაზრის განვითარების მენეჯერი.

„ჩვენი ფონდისთვის ეს ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთობლივად ვაორგანიზებთ Evpa-სთან და CSRDG-სთან ერთად,იმიტომ რომ, მიგვაჩნია,რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია,ზოგადად გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების სფეროს განვითარება და ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი მსგავსი და ზოგადად ამ სფეროში მოქმედი ფონდი ძალიან ბევრი იქნება საქართველოში“, – ამბობს ქრისტინე კანდელაკი, გავლენის ფონდ “აქციოს” მენეჯერი.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუსიანი ამბობს, რომ სოციალური საწარმოები საქართველოში ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან და ხშირ შემთხვევაში, უჭირთ თავის დამკვიდრება, ამიტომ მათ სჭირდებათ როგორც ფინანსური, ისე განვითარების ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის დახმარება.

“სოციალური მეწარმეობა წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს იმისათვის,რომ სოციალურ და საზოგადოებრივ გამოწვევებს უპასუხოს. დღესდღეობით ქვეყანაში,სადაც საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ა.შ, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეს მიმართულება”- ამბობს სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუსიანი.

ღონისძიებას ესწრებოდა დაახლოებით 250 ადამიანი 40 ქვეყნიდან, რომელთა შორის იყვნენ ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და  სოციალური საწარმოების წარმომადგენლები, ორგანიზატორები ამბობენ,რომ  გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

ელენე ქირია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend