მთავარიკუბირუსეთში ამბოხის მცდელობის საჩვენებლად სოციალურ ქსელში რამდენიმე თამაშის კადრი გაავრცელეს

რუსეთში ამბოხის მცდელობის საჩვენებლად სოციალურ ქსელში რამდენიმე თამაშის კადრი გაავრცელეს

მსოფლიო აქტიურად აკვირდებოდა მოვლენებს სოციალურ ქსელებში, როდესაც დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფება „ვაგნერი“ ეტაპობრივად მიიწევდა რუსეთის დედაქალაქისკენ.

ზოგიერთი  ვიდეო, რომელიც გავრცელდა ინტერნეტში თითქოს ასახავდა დაჯგუფებასა და რეგულარული არმიას შორის შეტაკებებს, რეალურად კი კადრები ვიდეოთამაშებიდან არის ამოღებული.

ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ტვიტერზე დაახლოებით 600 ათასჯერ გადაზიარდა, სინამდვილეში თამაშიდან Call of Duty-დან არის ამოღებული.

ფოტოს აღწერის მიხედვით, თითქოს მასზე ჩანს მომენტი, როდესაც დაქირავებულმა მებრძოლებმა შტურმით აიღეს მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტი.
სინამდვილეში კადრზე ჩანს ვიდეოთამაში. შავ-თეთრი ფოტოების გადამოწმება ინტერნეტში ზოგადად რთულია, თუმცა იარაღიდან გამოსული ტყვიების კვამლი თავიდანვე ყალბად გამოიყურება. Google-ის reverse image search-ის ინსტრურმენტის გამოყენების შემდეგ დავინახავთ, რომ ამ ფოტოს პირვანდელი წყარო თამაში Call of Duty-ია , რომელიც 2009 წელს გამოქვეყნდა პირველად ერთ-ერთი უცხოურ ბლოგში. რამდენიმე ვიდეო გამოცემა DW-მაც გადაამოწმა.

 

კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ტვიტერზე ნახევარმა მილიონმა მომხმარებელმა ნახა. ვიდეოზე თითქოს შანს რუსეთის საჰაერო ძალების შეტაკება “ვაგნერის” სახმელეთო ჯარებთან მოსკოვსა და დონის როსტოვის შემაერთებელ გზაზე.  ტვიტერზე ამ ვიდეოს თან მოჰყვება უკვე განმარტების ფანჯარა, რომ კადრი ამოღებულია თამაშიდან Arma 3, მაგრამ თუმცა სანამ ტვიტერი ამაზე განმარტებას გააკეთებდა, შესაძლებელია მომხმარებელმა თავად გადაამოწმოს ეს, ერთ-ერთი ინსტრუმენტით, მაგალითად როგორიც არის In Vid. ვიდეოს ატვირთვის ან კოდის დაკოპირების შემდეგ აპლიკაცია განახებს, გამოქვეყნდა თუ არა ეს ვიდეო მანამდე სხვა ვებგვერდზე და დამატებით რა ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში კონკრეტულ  ვიდეოზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend