მთავარისაქართველოპრეზიდენტის ვეტო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს

პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება. ამჯერად სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებს, თუმცა, არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად საჭირო იყოს სულ მცირე 90 ხმა, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. პრეზიდენტის აზით, ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხედავენ ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი.

მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს. ცვლილებების მიხედვით კი კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი –  პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend