მთავარიმსოფლიოევროპაესპანეთსა და პორტუგალიაში ძლიერი სიცხეა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ძლიერი სიცხეა

ქუჩის ეს თერმომეტრი ზუსტად აჩვენებს ტემპერატურას. გასულ ორშაბათს ესპანეთსა და პორტუგალიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა გამოვლინდა. როგორც სევილიაში, ისე ესპანეთის უმეტეს რეგიონში ტემპერატურა 40 გრადუსს მიუახლოვდა, ზოგიერთ ადგილას გადასცდა კიდეც. ეს ის ზღვარია, როდესაც ყოველდღიური ცხოვრება აუტანელი ხდება და პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო.

მოქალაქეების თქმით,  ყოველ წელს ტემპერატურა სულ უფრო მეტად  იმატებს, როს გამოც ცოტა ხანში შეუძლებელი იქნება გარეთ გასვლა და რამის გაკეთება. ძლიერ სიცხეს ორგანიზმი ვეღარ უძლებს.

მაღალი ტემპერატურა უცხო არ არის ამ რეგიონებისთვის, თუმცა ძლიერი სიცხე აქ უფრო ხშირი მოვლენა ხდება და დიდხანსაც გრძელდება.

გასული წელი ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ცხელი გამოდგა. მიმდინარე წლის დასაწყისშივე ქვეყანაში ტემპერატურამ 35 გრადუსს მიაღწია. ზაფხული კი მხოლოდ ახლა დადგა.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend