მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელები ბახმუტის სამხრეთით რამდენიმე ასეული მეტრით დაწინაურდნენ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელები ბახმუტის სამხრეთით რამდენიმე ასეული მეტრით დაწინაურდნენ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის სამხედრო ძალები ამტკიცებენ, რომ ბახმუტის გარშემო, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე, 600-იდან 1000 მეტრამდე დაწინაურდნენ.

უკრაინელი სამხედროების თქმით, როცა „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი კრემლისკენ მიემართებოდა, ბახმუტთან ახლოს თავდასხმები მაინც გრძელდებოდა.

კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, სატელეფონო საუბრისას შაბათ-კვირას რუსეთში განვითარებული მოვლენები განიხილა. ზელენსკის აზრით, მიმდინარე პროცესებმა პუტინის მმართველობის სისუსტე გამოავლინა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატო და უკრაინა რუსეთს საფრთხეს არ უქმნიან.

რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ორიხივის დაბომბვის შემდეგ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომლებიც მომდევნო კვირასაც გაგრძელდება,

რუსეთის დაბომბვის შედეგად  ქალაქ ორიხივში 30 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend