მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში ცხოველთა მიმართ სამართლიანი მოპყრობის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

მექსიკაში ცხოველთა მიმართ სამართლიანი მოპყრობის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

კვირას მეხიკოში ათასობით ადამიანმა ცხოველთა უფლებების დასაცავად მსვლელობა გამართა.

ზოგიერთი მათგანი თავიანთ შინაურ ცხოველთან ერთად  გამოვიდა დედაქალაქში და ცხოველების მიმართ სათანადო მოპყრობა და სამართლიანობა მოითხოვა.

,,ჩვენ აქ ვიბრძვით მათთვის, ვისაც თვითონ არ შეუძლია საუბარი და ამ ყველაფრის ვერბალურად გადმოცემა. ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა ყოველთვის აქტუალურია, ჩვენ ყოველ წელს ვებრძვით ამ ყველაფერს და გვინდა სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ”, – ამბობს მარშის ორგანიზატორი ანჟელიკა პრადო.

საუბარია უკვე არსებული კანონების აღსრულებაზე, რომელიც სათანადოდ არ სრულდება და ცხოველების უფლებები ირღვევა.

,,ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი კანონების ყოველდღიურ ყოფაში აღსრულება, რომელიც უკვე ძალაშია, მაგრამ ხალხი ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ცხოველებსაც გააჩნიათ გრძნობები და ისინიც ჩვენი პლანეტის ნაწილები არიან, სწორედ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მათზე“, – ელიას რომანო, მარშის ორგანიზატორი

სხვა მონაწილეებმა გაავრცელეს ლოზუნგები ფერმაში მყოფი ცხოველების მხარდასაჭერად და მათ მიმართ ცუდი მოპყრობების აღმოსაფხვრელად. ასევე მსვლელობის მონაწილეებმა ხმამაღლა ისაუბრეს ხარების ჩხუბის შესახებ, რადგან ეს პრობლემა ცხოველების წამებად და მათი უფლებების დარღვევად მიაჩნიათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend