„აწარმოე საქართველოში“, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრების გახსნას იწყებს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ გზით არსებულ თუ პოტენციურ მეწარმეებს სააგენტოს სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო გაუმარტივდებათ.
პირველი ასეთი ცენტრი მალე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში გაიხსნება. მეორე საკონსულტაციო ცენტრის გახსნა კი კახეთში, კერძოდ თელავშია დაგეგმილი.
რა ტიპის დახმარების მიღებას შეძლებენ მეწარმეები ამ ცენტრებში და ზოგადად როგორია მათი საჭიროებები, ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანი უგულავამ ისაუბრა