სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი იმ ამბებს იხსენებს, რაც რუსეთის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, 2020 წელს ხდებოდა… ომის გარემოებების შემსწავლელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი იმ ამბებს იხსენებს, რაც რუსეთის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, 2020 წელს ხდებოდა… ომის გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შესახებ დეტალური ანგარიში წარადგინა, თუმცა წინასწარ თქვა, რომ პასუხს გასცემდა მხოლოდ იმ კითხვებს, რომელიც არ ეხება სახელმწიფო საიდუმლოებს.
ფაშინიანი იხსენებს, რომ იმ პერიოდში პუტინთან 60 სატელეფონო საუბარი შედგა და აქედან 20 ბოლო 2 დღის განმავლობაში. მისივე ცნობით, პუტინისთვის მოლაპარაკებებში დახმარების თხოვნით ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში მიუმართავს. სომხეთის პრემიერმინისტრი ჰყვება, რომ სამშვიდობო ზავის გაფორმებამდე აზერბაიჯანის პირობები ყოველდღიურად იცვლებოდა. თავის მხრივ პირობებს ცვლიდა სომხეთიც.
ფაშინიანმა პირველად თქვა, რომ 44-დღიანი ომის დასრულების მიზნით, მოსკოვმა შესთავაზა რუსი სამხედროების განლაგება სომხეთის ქალაქ მეგრში და მის გარშემო. ამ სამხედროებს უნდა უზრუნველეყოთ კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და აზერბაიჯანის ექსკლავს, ნახიჩევანს შორის. ფაშინიანი ამბობს, რომ ამას არ დათანხმდა, რადგან არ უნდოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე უკონტროლო ფენა შეექმნა…
როგორც ფაშინიანი ამბობს, მან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან დაიწყო და ამის მიზეზებსაც განმარტავს. ის იხსენებს წინამორბედების პოლიტიკას. მაგალითად, მან ახსენა პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის სტატია „ომი თუ მშვიდობა? დროა ვიფიქროთ”, რომელშიც ექსპრეზიდენტი საუბრობდა კომპრომისების საჭიროებაზე და პროგნოზირებდა, რომ სომხეთი ვერ შეინარჩუნებდა იმ სტატუსქვოს რეგიონში, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს ჰქონდა…. ასეც მოხდა… ფაშინიანი იხსენებს მეორე პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანსაც, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღს „ყოველგვარი დამოუკიდებლობა“ წაართვა და მოლაპარაკებები საერთოდ გამორიცხა… ფაშინიანმა ასევე გააკრიტიკა მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და გაიხსენა მისი გუნდის სლოგანი: ცუდი მოლაპარაკებები უკეთესია, ვიდრე საუკეთესო ომი…
2020 წლის სამშვიდობო ზავმა, რომელიც რუსეთის შუამავლობით შედგა- სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ვერ მოიტანა. კონფლიქტი ეტაპობრივად ღვივდება. მთიან ყარაბაღში კვლავ იღუპებიან ადამიანები, ჰუმანიტარული კრიზისიც მწვავედ დგას და გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბაქო ჯერ ისევ არ უზრუნველყოფს ლაჩინის დერეფნის გახსნას, რომელიც ერთადერთი გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს… დღეს ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული აზერბაიჯანი კი მძიმე პაციენტების ტრანსპორტირების საშუალებას არ იძლევა…
აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხშია, თუმცა მშვიდობის საბოლოოდ დამყარების პერსპექტივა მაინც არსებობს. ერევნის ცნობით, 25 მაისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთისვე ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია. თუმცა, სამხრეთ კავკასიის მოუშუშებელი კონფლიქტის მოგვარება არც ისე მარტივი საქმეა და მხარეები ერთმანეთს როგორც მოსკოვში, ასევე დასავლეთშიც ელაპარაკებიან… მედიაციას კი რუსეთის ცდილობს, ამერიკაც და ბრიუსელიც…
მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხებამ სომხეთში საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რასაც მაშინ პრემიერ ფაშინიანის გადადგომა მოჰყვა… თუმცა, საბოლოო შედეგი მისი რეიტინგის მომატება იყო… ფაშინიანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში და სომხეთის მოსახლეობამ მას კიდევ ერთხელ ანდო ქვეყნის მართვა იმ პოლიტიკის ფონზე, რომელიც ერთი შეხედვით მისთვის, როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის სარისკო უნდა ყოფილიყო.
სოფო მაქაცარია