მთავარიმსოფლიოევროპაკოსოვოს ხელისუფლებასა და ადგილობრივ სერბებს შორის დაძაბულობა იზრდება

კოსოვოს ხელისუფლებასა და ადგილობრივ სერბებს შორის დაძაბულობა იზრდება

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი და სერბეთის პრეზიდენტი ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის მიწვევით ბრიუსელში იმყოფებოდნენ. ალბინ კურტიმ და ალექსანდარ ვუჩიჩმა უარი განაცხადეს ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრაზე, ამიტომ ლიდერები ცალ-ცალკე შეხვდნენ ჯოზეფ ბორელს.

ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშორის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მხარეებს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული კონკრეტული წინადადებები წარუდგინა, მაგრამ შეთანხმებას   ვერ მიაღწია, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ რამეზე – ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე მაინც შეთანხდნენ და განიხილეს თითოეული ის ნაბიჯი, რომლებიც ამ მიზნამდე მისაღწევადაა საჭირო.

ევროკავშირს სურს, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკება, თუმცა ბორელი ამბობს, რომ სერბეთსა და კოსოვოს კონფლიქტის მიზეზებთან, ფაქტებთან, შედეგებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამავდროულად კი, კოსოვოს ხელისუფლებასა და კოსოვოელ სერბებს შორის იზრდება დაძაბულობა,  რაც იმის მანიშნებელია, რომ მათ შორის კონსენსუსი არ არის მიღწეული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend