მთავარისაქართველოგაფიცულმა მაღაროელებმა მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებას უპასუხეს

გაფიცულმა მაღაროელებმა მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებას უპასუხეს

მაღაროელების პროტესტი უკვე 18 დღეა გრძელდება. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ერთ-ერთი მაღაროელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების მანქანით, კლინიკაში გადაიყვანეს.

მაღაროელების პროტესტი  უკვე მე-18 დღეა გრძელდება. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში და ჭიათურაში.

მაღაროელები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეტყვეტენ, ვიდრე მათი 14 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

გუშინ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდნენ, რომ კონსენსუსის შემთხვევაში, მზად არიან ჭიათურის მაღაროების მართვა, მაღაროელებს გადასცენ.

მაღაროელები კი ამბობენ, რომ მათი 14 მოთხოვნიდან არცერთს არ წარმოადგენდა კომპანიის მართვა და მათ საერთოდ არ უხსენებიათ ის, რომ კომპანიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება სურდათ.

მაღაროელები კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, კარგად გაეცნონ მათ14 მოთხოვნას და მათ ირგვლივ დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend