მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაერომ რუსეთი კონფლიქტის დროს ბავშვების დაღუპვაზე პასუხისმგებელთა სიაში შეიყვანა

გაერომ რუსეთი კონფლიქტის დროს ბავშვების დაღუპვაზე პასუხისმგებელთა სიაში შეიყვანა

რუსულ ძალებს  2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 136 მცირეწლოვანის დახოცვაში, ასევე 480 სკოლასა და საავადმყოფოზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. დოკუმენტში ასევე საუბარია უკრაინელი სამხედროების ხარვეზებზეც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, კი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ვეღარ წარმოადგენს მთელ მსოფლიოს და  ხშირად პარალიზებულია. ეს უკრაინის ომის შემთხვევაში ყველაზე კარგად გამოჩნდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მრავალი ორგანიზაციაა, სამყარო ასე ვეღარ იარსებებს.

შეერთებულ შტატებში მყოფმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ კი პრეზიდენტი ბაიდენი დაარწმუნა, რომ  ინდოეთი დაეხმარება უკრაინას მშვიდობის დამყარებაში. კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს მან ასევე ისაუბრა გაეროს წესდების პატივისცემის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო ისევ ომია ევროპის კონტინენტზე. ეს რეგიონისთვის მტკივნეული საკითხია.  მასში ჩართული არიან სერიოზული ძალები, შედეგები კი მძიმეა. მისი თქმით, გლობალური წესრიგი ეფუძნება გაეროს იმ პრინციპების პატივისცემას, რომლებიც დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს.

რუსეთი კი კვლავ ბომბავს ხერსონს. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციისა და უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოსკოვი ქმნის სპეციალურ ჯგუფებს, რათა მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადამალონ გარდაცვლილთა ცხედრები, რომლებიც  მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებებს წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend