მთავარისაქართველოევროკომისიის შეფასებას პოლიტიკოსები განიხილავენ

ევროკომისიის შეფასებას პოლიტიკოსები განიხილავენ

საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, 7 მიმართულებით კი გარკვეული პროგრესი არსებობს – ასეთია ევროკომისიის შუალედური შეფასება, რომელიც ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ 22 ივნისს წარადგინა. ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, გარკვეული პროგრესი იყო, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა, მათ შორის, შემდგომი რეფორმების საჭიროების შესახებ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გუშინდელი შეფასებები ადასტურებს, რამხელა შრომა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციების შესრულებისთვის. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ როდესაც საბოლოო შეფასება იქნება, ყვლეა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება.

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ფიქრობს, რომ საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გუშინდელი კომენტარები აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში.

იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. ამ გადაწყვეტილებას კი ევროპელი ლიდერები, დიდი ალბათობით, დეკემბერში მიიღებენ.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend