მთავარიამერიკაკანადაწყალქვეშა ხომალდის „ტიტანის“ სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაშია

წყალქვეშა ხომალდის „ტიტანის“ სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაშია

ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში კვლავ გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. როგორც ცნობილია, მცირე ზომის წყალქვეშა ხომალდმა კავშირი დაკარგა მთავარ გემთან და გაუჩინარდა. წყალქვეშა გემი „ტიტანი“ იქ უნდა ჩასულიყო, სადაც რამდენიმე ათეული წლის წინ ლაინერი „ტიტანიკი“ ჩაიძირა.

ექსპერტების თქმით, „ტიტანის“ ბორტზე მყოფ ხუთივე ადამიანს  წესით ჯერ კიდევ აქვს ჟანგბადის მარაგი, თუმცა მათი ვარაუდით, ის ადგილობრივი დროით, ხუთშაბათს დილით, ამოიწურება.

სანაპირო დაცვის პირველი ოლქის რეაგირების კოორდინატორს ჯეიმი ფრედერიკს მიაჩნია, რომ ახლა მთავარი ოპტიმიზმია.  ისინი ჩართული არიან სამძებრო ოპერაციებში და  შეუჩერებლად მუშაობენ. ამიტომ  ვერ ისაუბრებს, როდის დასრულდება ან როგორ განვითარდება მოვლენები.

სამეთვალყურეო გემებისა და თვითმფრინავების საერთაშორისო ფლოტი კი აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. ბოლო ინფორმაციით,

„ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილიდან ახლოს რეგულარულად ისმის კაკუნის ხმა, რომელიც შესაძლოა გაუჩინარებული ხომალდიდან მოდიოდეს. თუმცა ყოველი გასული წამი ნიშნავს იმას,  რომ სულ უფრო მცირდება ბორტზე მყოფი ადამიანების გადარჩენის შანსი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend