მთავარისპორტისაქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიასთან მოგებით დაიწყო

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიასთან მოგებით დაიწყო

21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. 37-ე წუთზე გიორგი გაგუას და პირველი ტაიმის მიწურულს საბა საზონოვის გოლებით ქართველმა ახალგაზრდებმა პორტუგალიელი თანატოლები ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. მეორე ტაიმში მიუხედავად პორტუგალიელების უამრავი ცდისა, მათ გოლის გატანა ვერ შეძლეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, რამაზ სვანაძემ 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გასახდელში ფეხბურთელებს მიმართა

დინამო არენასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საოცარი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საქომაგოდ 25 000-მდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი, რომლებიც საქართველოს გამარჯვებამ ძალიან გაახარა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მთავარი ძალა, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე არ ეყოლება. მაგრამ გუნდის ლიდერები: გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი და სხვანი, დარჩენილი მატჩების სათამაშოდ, სრულ მზადყოფნაში არიან.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალელურად, რუმინეთშიც მიმდინარეობს. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში A და С ჯგუფის მატჩები, ხოლო რუმინეთში კი B და D ჯგუფის მატჩები გაიმართება. საქართველოს მეტოქე A ჯგუფში პორტუგალიასთან ერთად ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებიც არიან.

ტურნირის ფინალი 8 ივლისს, ბათუმში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend