#ევროკავშირმა საქართველოში მოსწავლეებისთვის თამაშების ერთწლიანი მარათონი დაიწყო. პოპულარული თამაში “რა? სად? როდის” საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კითხვები სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობენ: თამაშების სერიის ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების კოორდინატორი ლილიან ტოდტერი.