მთავარიამერიკააშშტეხასში ტემპერატურის მატების გამო, მთავრობა მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს

ტეხასში ტემპერატურის მატების გამო, მთავრობა მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს

ტეხასის ელექტროქსელების ოპერატორმა მოსახლეობას სთხოვა, ნებაყოფლობით შეემცირებინათ ელექტროენერგია სისტემაზე მოსალოდნელი რეკორდული მოთხოვნის გამო, რადგან შტატში ტემპერატურამ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ტეხასის ,,ელექტრული საიმედოობის საბჭო“, რომელიც 30 მილიონზე მეტ მოსახლეს ამარაგებს ელექტროენერგიით, პირველი იყო, რომელმაც მოსახლეობას ელექტროენერგიის გამოყენების შემცირებისკენ მოუწოდა. საბჭოს განცხადებით, ჯერჯერობით ელექტროენერგიის ნაკლებობას არ განიცდიდნენ, მაგრამ აღნიშნეს, რომ ივნისში რეკორდულად გაიზარდა მოთხოვნა, რაც უახლოეს მომავალში სავალალო შედეგებს მოიტანს.

,,დღეს ბავშვებს ცურვის გაკვეთილი ჰქონდათ და მაღალი ტემპერატურის გამო, შადრევანზე მოვიყვანეთ და აქ ძალიან კარგად ერთობიან. როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, ვცდილობთ, რომ ტემპერატურა 25 გრადუსზე შევინარჩუნოთ, რადგან ბავშვებისთვის ასეთი სიცხე გაუსაძლისია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რჩევა გავითვალისწინოთ და ენერგია დავზოგოთ, რადგან არ გვინდა, რომ ელექტროენერგიის გარეშე დავრჩეთ”, -ამბობს ტეხასის მაცხოვრებელი მირაია იუზერი

ეროვნული ამინდის სამსახურის ცნობით, სამშაბათს დასავლეთ ტეხასში, კერძოდ სან-ანჯელოში ტემპერატურამ 46 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ყველა დროის მაქსიმუმია.

ტეხასელთა უმეტესობა შტატის ელექტრო ენერგიის ქსელს სკეპტიკურად უყურებს მას შემდეგ, რაც 2021 წლის ყინულის ქარიშხალმა მილიონობით მომხმარებელი დენის გარეშე დატოვა. რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა თქვა, რომ მას შემდეგ ქსელი გაუმჯობესდა და უფრო სტაბილური გახდა, მაგრამ დღემდე მეთვალყურეობის ქვეშ არის.

ტეხასის მეზობელ შტატ ოკლაჰომაში 100 000-ზე მეტი მომხმარებელი მოუთმენლად ელოდა ელექტროენერგიის და კონდიცირების აღდგენას შაბათ-კვირის ქარიშხლის შემდეგ, რომელმაც ხეები და ასობით საკომუნიკაციო ბოძი წააქცია. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოკლაჰომაში მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა გახანგრძლივებული შეფერხებების გამო, რომელიც შესაძლოა ზოგიერთი ოჯახისთვის შაბათ-კვირამდე გაგრძელდეს.

არკანზასის გუბერნატორმა სარა ჰაკაბი სანდერსმა სამშაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შაბათ-კვირის ქარიშხლის გამო, რადგან ამინდმა დიდი დაზიანებები გამოიწვია და უამრავი ელექტროგადამცემი ხაზი ჩამოაგდო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend