მთავარიევროპაგერმანიაკომპანია „ინტელი“ გერმანიაში ნახევარგამტარების ქარხანას ააშენებს

კომპანია „ინტელი“ გერმანიაში ნახევარგამტარების ქარხანას ააშენებს

კომპანია „ინტელი“ ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში, ახალ ქარხანას ააშენებს, რათა კონკურენცია გაუწიოს ჩინეთს მიკროჩიპების წარმოებაში. გერმანიის მთავრობა 10 მილიარდ ევროს დებს ამერიკული კომპანიის პროექტში, რომელიც ქალაქ მაგდებურგში განხორციელდება. ეს იქნება ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი და პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციას დიდ თანხას უხდის, თუმცა საქსონია-ანჰალტის რეგიონის გუბერნატორი რაინერ ჰაზელოფი  ამბობს, რომ ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.

მისი თქმით, გერმანია ვერ დაუშვებს, რომ სტრატეგიული ტექნოლოგიები ექსკლუზიურად მხოლოდ აზიასა თუ ამერიკაში განვითარდეს. ევროპასაც უნდა შესწევდეს ძალა, საკუთარი თავი უზრუნველყოს და თავად აწარმოოს მნიშვნელოვანი პროდუქცია.

ნახევრგამტარების ორ საწარმოზე მუშაობის დასრულებას 2027 წლისთვის გეგმავენ. მთავრობაში აცხადებენ, რომ საწარმოების გახსნით შეიქმნება 3000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ასევე დამატებით ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდება მომარაგების ქსელსა და სფეროში.

ეს ნაბიჯი ასევე გააძლიერებს ევროკავშირის გაცხადებულ მიზანს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩინეთსა და აშშ-ზე მიკროჩიპების წარმოების მხრივ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend