მთავარიმსოფლიოდაპირისპირების შედეგად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე წელს 130 პალესტინელი და 25 ისრაელელი დაიღუპა

დაპირისპირების შედეგად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე წელს 130 პალესტინელი და 25 ისრაელელი დაიღუპა

დასავლეთ სანაპიროზე, ჰუვარის დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო მიწებს ცეცხლი გაუჩნდა. პალესტინელი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხანძარი 100-ამდე ახალმოსახლე ისრაელელმა გააჩინა. როგორც ჩანს, ეს იმ მოვლენების განმეორებაა, რომლებიც  თებერვალში პალესტინელების თავდასხმას მოჰყვა. მაშინ თავდასხმას ამ მხარეში ორი ისრაელელის სიცოცხლე შეეწირა.

ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მოქალაქეები ისრაელის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ და 21 წლის ახალგაზრდის დაკრძალვას დაესწრნენ.  ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი პალესტინელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელელთა დასახლებაში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, პალესტინელმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდასხმა მანიშნებელია იმ მწვავე ვითარებისა, რომელიც ამჟამად დასავლეთ სანაპიროზეა.  ორშაბათს ისრაელელმა სამხედროებმა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში რეიდი ჩაატარეს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც უკიდურესად დაძაბული ვითარება.

ძალადობის შემთხვევების მატების შედეგად მიმდინარე წელს 130 პალესტინელი და 25 ისრაელელი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend