მთავარიევროპაუკრაინა„ზურგის ცეცხლი“

„ზურგის ცეცხლი“

უკრაინის არმია კონტრშეტევას განაგრძობს და ზოგიერთი ბატალიონი სარდლობას შეტევების დასაზღვევად ჰყავს განწესებული. ერთ-ერთი ასეთი ბატალიონია საზღვაო ქვეითთა 35-ე ბრიგადა.  ისინი ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და არმიის შეტევებს ზურგს ცეცხლით უმაგრებენ. ეს ძალიან რთული, საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც დიდ მოთმინებას, სისხარტესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ასეთივე მისიით ბატალიონები დგანან ზაპოროჟიის მხარესაც.

საზღვაო ქვეითთა 35-ე ბრიგადა საბჭოთა წარმოების იარაღით იბრძვის. მათი ყველაზე ძლიერი იარაღი აქ საბჭოთა სატვირთო ავტომობილზე დამონტაჟებული ბუქსირებადი საზენიტო ორლულიანი ავტოქვემეხია. ზუ23, ანუ როგორც ფინურ არმიაში უწოდებენ ხოლმე  „სერგეი“…  ეს იარაღი 1950-იან წლებში შეიქმნა, დაახლოებით  ორნახევარ კილომეტრ სიმაღლეზე მფრინავი სამიზნეების გასანადგურებლად. ასევე, ამ იარაღს შეუძლია  ჯავშანტექნიკის განადგურება და დაზიანებაც ორკილომეტრიან დისტანციაზე. მაშინაც და ახლაც, ამ იარაღის მთავარი ფუნქცია ჯარებისა და სტრატეგიული პოზიციების თავდასხმებისგან დაცვაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend