მთავარიმსოფლიოევროპაWMO: ევროპის კონტინენტზე გლობალური დათბობის პროცესი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს

WMO: ევროპის კონტინენტზე გლობალური დათბობის პროცესი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და „კოპერნიკუსის“ ევროპული ქსელის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში გლობალური დათბობის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. კონტინენტზე საშუალო ტემპერატურა 2.3 გრადუსით უფრო მეტია, ვიდრე მეცხრამატე საუკუნის ბოლოს იყო. ტემპერატურის ასეთი მატება კი სითბურ ტალღებსა და გვალვას იწვევს.

ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ტემპერატურამ 1990-იანი წლების შემდეგ მკვეთრად მოიმატა, რამდენჯერმე რეკორდული მაჩვენებელიც კი გამოვლინდა. გლობალური დათბობა გეოგრაფიულადაც არათანაბრად გადანაწილდა. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში საშუალოზე 2 გრადუსით მეტია, ხოლო არქტიკის ზოგიერთ ნაწილში საშუალო მაჩვენებელს 3.5 გრადუსითაც კი სცდება.

2022 წლის ზაფხული ევროპის ბევრ ქვეყანაში რეკორდულად ცხელი იყო. ანგარიშის მიხედვით, ექსტრემალური ამინდის გამო 16000 ადამიანი დაიღუპა, 156 000 პირი კი დაზარალდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend