საქართველოში 1 ივნისიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების ახალი რეგლამენტი „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.” ახალი კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია სათანადო ზომები მიიღოს, რათა დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა აიცილოს თავიდან.
ახალი რეგლამენტის მნიშვნელობაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი კაკუბავამ ისაუბრა.