მთავარისაქართველომედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

"იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს" - ნათქვამია განცხადებაში

მედიის ადვოკატირების კოალიცია უკიდურესად კრიტიკულად აფასებს ნიკა გვარამიას საქმეზე საკასაციო სასამართლოს განაჩენს. მათი განცხადებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

„არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს“, – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend