მთავარისაქართველოევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს...

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს

ევროკომისია რამდენიმე დღეში იმსჯელებს – რა პროგრესს მიაღწიეს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

უკრაინასა და მოლდოვას, რომელთაც, საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი უკვე აქვთ, სურთ, მოლაპარაკებები დაიწყონ ევრობლოკში გაწევრების თაობაზე, საქართველოსთვის კი ახლა მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღებაა.

ამ გადაწყვეტილებას კი ევროპელი ლიდერები, დიდი ალბათობით, დეკემბერში მიიღებენ. თუმცა იქამდე, საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, რაზეც მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მიზანმიმართული ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, იმის მცდელობაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ყველა ძალა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ბრიუსელთან ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებებს უკრაინა და მოლდოვა, დიდი ალბათობით, მალე დაიწყებენ. სამოქალაქო საზოგადოებას კი მიაჩნია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ შესრულებულა, ხოლო რამდენად საკმარისი იქნება ის, რაც შესრულდა, ჯერ უცნობია…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend