მთავარიმსოფლიოატლანტის ოკეანეში, „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას წყალქვეშა ნავის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება

ატლანტის ოკეანეში, „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას წყალქვეშა ნავის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება

საერთაშორისო სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ატლანტის ოკეანის ღმრა წყლებში. მაშველები ეძებენ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომლის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფება. წყალქვეშა ხომალდს, რომელსაც სპეციალისტები და ტურისტები რამდენიმე ათეული წლის წინ ჩაძირულ  „ტიტანიკზე“ კვლევის ჩასატარებლად და დასათვალიერებლად იყენებენ,  კვირას საღამოს წყლის ზედაპირზე ამოსვლა დააგვიანდა. კავშირი ჩაყვინთვიდან საათსა და 45 წუთში გაწყდა. ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რამდენად ეყოფათ მათ  სარეზერვო ჟანგბადი.

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის წარმომადგენლის ჯონ ვ. მაუგერის თქმით, სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ წყალქვეშა ხომალდს 96 საათის განმავლობაში შეუძლია წყლის ქვეშ ყოფნა საგანგებო პირობებში.  ისინი ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დარჩენილია 70-იდან 96 საათამდე.

სამძბერო სამუშაოები ბოსტონის ნავსადგურიდან მიმდინარეობს. მათ კი, ვისაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილის ნახვა სურს,  600 კილომეტრი  ჯერ დიდი გემით უნდა გაიარონ, შემდეგ კი მცირე ზომის წყალქვეშა ხომალდ „ტიტანით“ 8  საათით უნდა ჩავიდნენ წყალში.  გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავში ასევე იმყოფება ჰემიშ ჰარდინგი, 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend