აშშ-ში კანავერალის კონცხზე მოწყობილი ცნობილი კოსმოდრომიდან, ცნობილი მილიარდერის ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SPACEX-მა, მორიგი თანამგზავრი, პლანეტის ორბიტაზე წარმატებით გაიტანა.
სატრიას საკომუნიკაციო სატელიტი ინდონეზიის მთავრობისთვის დამზადდა და ინდონეზიური სატელიტური ოპერატორის PSN-ის კუთვნილებაა.
თანამგზავრი ფართოზოლოვან ინტერნეტსა და კომუნიკაციას უზრუნველყოფს ინდონეზიის სოფლებისთვის.
რაკეტის ასაფრენი მოწყობილობა უკან, ატლანტის ოკეანეში განთავსებულ პლატფორმაზე უვნებლად დაეშვა.