მთავარისაქართველოქართული ძეგლების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში სავალალოა - „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“

ქართული ძეგლების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში სავალალოა – „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტაძრების მდგომარეობის შესახებ, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენელმა, ანა დუმბაძემ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ქართული ძეგლები  სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ სპეციალისტების ჩარევას საჭიროებს. როგორც დუმბაძემ აღნიშნა, რამდენიმე ძეგლზე სრულიად გაურკვეველი მიზნით ამჟამადაც ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ძეგლის ავთენტური იერსახის დამახინჯებას იწვევს. მისივე თქმით, რამდენიმე ძეგლთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ქართული კვალის წაშლა მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

“აფხაზეთში დღემდე 86-მდე ქართული, ქრისტიანული ტაძარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არსებობს, რომლებიც არა მარტო აფხაზების, ქართველების , ან რუსების, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურია. ამიტომაც აუცილებლად მივიჩნევთ, რომ სამივე მხრიდან დარგის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყოს. ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოებრივ დონზე, არამედ ცალსახად ჰუმანიტარული მისიით. ასევე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი მხრიდან მეტი ყურადღება და აქტიურობა, რადგან დღევანდელი მოცემულობით მათი ჩართულობა საკმარის დონეზე არ ხორციელდება“, – აცხადებს ანა დუმბაძე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend