მთავარისაქართველოDRI: "ხელისუფლების მიერ მაღაროელთა პრობლემების იგნორირებამ მათ პროტესტის უკიდურესი ფორმებისკენ უბიძგა"

DRI: “ხელისუფლების მიერ მაღაროელთა პრობლემების იგნორირებამ მათ პროტესტის უკიდურესი ფორმებისკენ უბიძგა”

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, რომ მასშტაბური და ხანგრძლივი პროტესტი, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი ქალაქის პრობლემა, სრულიად იგნორირებულია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ მაღაროელთა შრომის უფლებების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მასშტაბური და ხანგრძლივი პროტესტი, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი ქალაქის პრობლემა სრულიად იგნორირებულია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მაღაროელთა შრომის უფლებების მასშტაბური დარღვევის იგნორირებამ ჭიათურელ მაღაროელებს პროტესტის უკიდურესი ფორმებისკენ უბიძგა.

„რამდენიმე მაღაროელმა შიმშილობა, პირის და თვალების ამოკერვა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა მათი უფლებების დასაცავად სახელმწიფოსგან სამართლებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერა ვერ მიიღო. პროტესტის უკიდურესი ფორმებით და აქციის თბილისში გადმოტანით მაღაროელები იმედოვნებენ, რომ ბოლოს და ბოლოს მიიქცევენ ხელისუფლების ყურადღებას და აიძულებენ მას, დააკმაყოფილოს აქციის სამართლიანი მოთხოვნები“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend