მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც შესაძლებელი გახდა. პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით გარემოს ზიანს არ აყენებს და ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის. მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი 3D განათების სისტემების საერთო ბიუჯეტმა 4 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნიკო თევდორაშვილმა ისაუბრა.