ჩრდილოეთ არგენტინის ჯუჯუის პროვინციაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა. ძირძველი კოლას მოსახლეობა იმ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებდა, რის მიხედვითაც, საპროტესტო აქციების დროს საავტომობილო გზების გადაკეტვის უფლება იზღუდება.
ჯუჯუის რამდენიმე ძირძველი თემი ეწინააღმდეგება ლითიუმის მოპოვებას მათ ტერიტორიებზე და აცხადებენ, რომ რეფორმა გუბერნატორ გერალდო მორალესს მაღაროების განვითარებას უადვილებს. გზის გასაწმენდად პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია.
საპროტესტო აქციის დაშლის დროს, დააკავეს ერთი ჟურნალისტი და პროვინციის არჩეული კანონმდებელი ნატალია მორალესი.
ცნობისთვის, არგენტინა არის ლითიუმის სიდიდით მეოთხე მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. ლითიუმი აქტიურად გამოიყენება აკუმულატორებისა და ელემენტების წარმოებაში, მათ შორტის საავტომობილო ინდუსტრიაში.