მთავარიმსოფლიოNATOბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში შეხვედრისას ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უკრაინასთან სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრეს. შეხვედრა უკრაინელების მიერ რუსი ოკუპანტების განსადევნად დაწყებული კონტრშეტევის ფონზე შედგა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მიერ გაგზავნილი ტანკებისა და ჯავშანმანქანების წყალობით უკრაინელებს უკვე აქვთ გარკვეული უპირატესობა.

უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც, რომელმაც  განაცხადა, რომ აშშ და ნატო გააგრძელებენ უკრაინის დახმარებასა და ყველა იმ გადაუდებელი საჭიროების მიწოდებას, რომლებიც აუცილებელია რუსეთისგან დასაცავადა და მათი  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი უკრაინის გვერდით იქნებიან ბოლომდე.

უკრაინას, რომელიც ნატოში გაწევრებისკენ ისწრაფვის,  ჯერ კიდევ მოუწევს ლოდინი, რადგან ალიანსის წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსისთვის აქამდე არ მიუღწევიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend