მთავარისაქართველოსაქართველოში პირველი საერთაშორისო კონტენტის შოუ გაიმართა

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონტენტის შოუ გაიმართა

საქართველოში თბილისის პირველი საერთაშორისო კონტენტის შოუ გაიმართა, რომელიც გასართობი ინდუსტრიის გამყიდველებსა და მყიდველებს აკავშირებს. ეს არის ერთგვარი საერთაშორისო მედიაკონტენტის მარკეტი, რომელიც აერთიანებს მედიის, კინოს, გასართობი შოუებისა და სერიალების მწარმოებლებს.

დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება აქვთ მათთვის საინტერესო კონტენტი მსოფლიოში ცნობილი კომპანიებისგან შეიძინონ, რაც ამ ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის განვითარებას და მეკობრეობის გამოწვევის დაძლევას.

კონტენტმარკეტი აერთიანებს მფლობელებს, პროდიუსერებს, სტუდიებს, კონტენტის შემქმნელებსა და მყიდველებს, რაც ციფრული კონტენტის შეძენის უნიკალურ საშუალებას იძლევა. თბილისის საერთაშორისო კონტენტ შოუს ჩვენებებზე ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ექსკლუზიურად დაათვალიერონ ახალი ფილმები, სერიები და პროგრამები მთელი მსოფლიოდან.

საერთაშორისო კონტენტშოუზე ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, გელა ბაბლუანმა ახალი სერიალი წარადგინა, რომლის მსოფლიო პრემიერაც მალე შედგება. სერიალის სახელწოდებაა „ის ბიჭები“ და გვიამბობს ამბავს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული რაგბის განვითარებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend