მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში მიგრანტების გემი ჩაიძირა - დაიღუპა 80 და დაიკარგა ასობით ადამიანი

საბერძნეთში მიგრანტების გემი ჩაიძირა – დაიღუპა 80 და დაიკარგა ასობით ადამიანი

საბერძნეთში, ქალაქ კალამატას სანაპიროს მახლობლად მიგრანტების გემი ჩაიძირა. ცნობილია, რომ 80-მდე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიკარგა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში  მიმდინარეობა იმ იმედით, რომ მაშველები გადარჩენილებს იპოვიდნენ.

თავად კალამატას მოსახლეობაც ჩაერთო ამ საქმეში და ისინი ყველანაირად ცდილობენ,  დაშავებულებისა და მაშველების დახმარებას.

,,შოკირებულები ვართ. ისეთი რამ მოხდა, რაც ადამიანის გონებისთვის რთულად დასაჯერებელია. ჩვენ ყველას გვყავს ოჯახები და შვილები. ძალიან რთულად გადასატანია იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ეს ტრაგედია დაატყდათ თავს.

მოსახლეობა მობილიზებულია დაშავებულების დასახმარებლად. ჩვენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისგან მივიღეთ საკვები და პირველადი დახმარების ნივთები დაშავებულთათვის. ხალხი საოცრად გვიდგას გვერდში, ისინი გვთავაზობენ ყველაფერს, რითაც შეუძლიათ დახმარება“,-ამბობს კალამატას მერი, ათანასოს ვასილოპულოსი

,,იმ წუთიდან, როცა ეს ტრაგედია მოხდა, მთელი კალამატას მოსახლეობა მათ გვერდით ვდგავართ და ვეხმარებით ყველანაირად. ამ ხალხს სრული უფლება აქვს იმისა, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ, ჩვენ კი მათზე უნდა ვიზრუნოთ და აუცილებლად დავეხმაროთ. ნამდვილად დაუჯერებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს, იმედი მაქვს, რომ მაშველები რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადაარჩენენ”,-ამბობს ჯიოლი კამბოროპულოკალამატას მაცხოვრებელი

,,როგორც კი პირველმა გადარჩენილებმა მოაღწიეს კალამატას პორტამდე, მათ მოსახლეობა უკვე ელოდა ტანსაცმელებით, საჭმლითა და პირველადი დახმარების ნივთებით. ასევე აქ არიან ფსიქოლოგებიც, რომლებიც გადარჩენილების დახმარებას ცდილობენ, მაგრამ მათ ჯერ არ შეუძლიათ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა თუ რა მოხდა რეალურად გემზე“,-ევრონიუსის ჟურნალისტი, აპოსტოლოს სტაიკოსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend