უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კონტრეშეტევის ფარგლებში უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებით 250 მეტრით წაიწიეს წინ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხარდაჭერა, რომელსაც ისინი ერთად უწევენ უკრაინას, ახლა ბრძოლის ველზე აისახება, რადგან კონტრშეტევა უკვე დაწყებულია და უკრაინელებს აქვთ გარკვეული პროგრესი, თუმცა შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა.
რუსეთის პრეზიდენტი კი განსხვავებულად ფიქრობს. სამხედრო ბლოგერებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ანადგურებენ უკრაინელთა არა მარტო 160 ტანკსა და 360 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რომლებიც ნატოს ქვეყნებმა უკრაინას გადასცეს, არამედ საბჭოთა წარმოების ტექნიკასაც, „ლეოპარდებსაც“ და „ბრედლის“ საბრძოლო მანქანებსაც.
კიევში კი პრეზიდენტი ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდა. როგორც ცნობილია, გროსი ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს მოინახულებს, რათა პირადად შეაფასოს ვითარება კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ.
ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივი-რიჰში მომხდარი თავდასხმის შედეგად კი დაღუპულთა რაოდენობა 6-ამდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 25 ადამიანი.