მთავარიამერიკაკოლუმბიაკოლუმბიის ჯუნგლებში 40-დღიანი ძებნის შემდეგ ოთხი მცირეწლოვანი ძმა ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიის ჯუნგლებში 40-დღიანი ძებნის შემდეგ ოთხი მცირეწლოვანი ძმა ცოცხალი იპოვეს

ეს ბედნიერი დასასრულია იმ ნამდვილი ამბისა, რომელიც თავისი შინაარსით მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვისაც კი გამოდგება. ამ ამბის მთავარი გმირები არიან 11 თვიდან 13 წლამდე ასაკის ძმები,  რომლებიც ავიაკატასტროფაში მოყვნენ და დედა დაკარგეს. ბავშვების მამას დევნიან და ემუქრებან. მათ ასევე შხამიანი მცენარეებისა და სხვადასხვა გარეული ცხოველისგან თავის დაცვა უწევთ.

კოლუმბიაში სიხარულის ცრემლებით ტიროდნენ, როდესაც ბავშვები ცოცხლები, მართალია, მშივრები, მაგრამ  ნორმალურ მდგომარეობაში იპოვეს. მათ ბოგოტაში მამა ელოდებოდა. თუმცა პრობლემები არც ახლა  სრულდება. დედის ნათესავებს სურთ, რომ  ბავშვები თავად წაიყვანონ.

კოლუმბიის ოჯახის კეთილდღეობის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ადრიანა ველასკესი ამბობს, რომ ბავშვები ახლა უსაფრთხოდ არიან. აქ მათზე ზრუნავენ, რათა გაუმჯობესდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს  ზომებს ომბუდსმენი საოჯახო საქმეების საკითხებში.

ახლა ოთხივე ძმა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ არის. მათ ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ მიღებული, ამიტომ ისინი რეაბილიტაციას გადიან. ბავშვებს ალბათ ჯერ არც აქვთ გაცნობიერებული, რომ წინაპართა ტრადიციების ცოდნის წყალობით გადარჩნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend