მთავარისაქართველოვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და იძლევა რეკომენდაციას, რომ კანონპროექტი არ მიიღონ. დასკვნის მიხედვით, კანონპროექტს აქვს პოტენციალი, რომ იყოს შერჩევითად გამოყენებული, რამაც შესაძლოა მნშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

დოკუმენტში წერია, რომ ამჟამინდელი კანონპროექტი არ წარმოადგენს ოლიგარქიზაციასთან ბრძოლის არც დემოკრატიულ და არც ეფექტიან მექანიზმს და ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლის ნაცვლად, შეიძლება იყოს საშიში მექანიზმი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შევიწროებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა.

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება” თუ შეეცდება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ეს იქნება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუკი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღების რეკომენდაციას მოხსნიან, მზად არიან, კანონი არ აამოქმედონ.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მისაღებად უნდა შეასრულოს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ შემუშავდეს კორექტირებული, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა, ან ზომები.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend