მთავარიმსოფლიოუკრაინის მოკავშირეები კონტრშეტევის მნიშვნელობაზე საუბრობენ

უკრაინის მოკავშირეები კონტრშეტევის მნიშვნელობაზე საუბრობენ

უკრაინის მოკავშირეების თქმით,  ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგს მოიტანს რუსი სამხედროების წინააღმდეგ მიმართული კონტრშეტევა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა, ამავდროულად, აცნობიერებენ, რომ ორივე მხარეს შესაძლოა დიდი დანაკარგი ჰქონდეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონტრშეტევის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი აზრით,  თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებით დასრულდება, ის ორ კარგ რამეს მოიტანს. ის გააძლიერებს უკრაინის პოზიციას ნებისმიერი მოლაპარაკების დროს. ამავე დროს შესაძლოა პუტინი იძულებული გახდეს, მთავარი ყურადღება გადაიტანოს იმ ომის დამთავრებაზე, რომელიც თავადვე წამოიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებს მასპინძლობს, განაცხადა, რომ კონტრშეტევა შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვეებიც გაგრძელდეს. მისი თქმით, ეს კონტრშეტევა ყურადღებით და მეთოდურად არის შემუშავებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც წელიწადზე მეტია საოცარ მონდომებას, სიმამაცეს, ტაქტიკურ და ორგანიზატორულ თვისებებს ავლენენ.

ვლადიმერ პუტინმა კი რუსეთის დღე უკრაინის კონფლიქტში დაჭრილი მეომრების მონახულებით აღნიშნა. რუსეთის პრეზიდენტმაც დასძინა, რომ ქვეყნისთვის ახლა ძალიან რთული პერიოდია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend