მთავარისაქართველოჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა

ჭიათურაში მაღაროელები უკვე მერვე დღეა, გაფიცულები არიან, მათ დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პოზიცია კი ასეთია – „კომპანია თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობებს სთავაზობს, რაც ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, 12 საათიანი სამუშაო გრაფიკიდან 8 საათიანზე გადასვლასა და თანამშრომელთა ხელფასის, დასვენებისა და სამუშაო საათების უცვლელად დატოვებას სთავაზობს“ – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო სექტორი ეხმაურება  და სახელმწიფო უწყებებს, მედიასა და სახალხო დამცველს ერთობლივი წერილით მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან შრომითი დარღვევები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან კომპანიას 2017 წლიდან სახელმწიფოს სპეციალური მმართველი განაგებს.

მაღაროელები ამბობენ, რომ პროტესტს და მის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი სამუშაო პირობები არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა სამედიცინო დაზღვევის, უსაფრთხოებისა და კვების საკითხები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend